ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან 41-ე დღეა იმყოფებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ, ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.
„რუსებმა წაგვართვეს, ყველაზე ძვირფასი ეკლესიები, გადაგვიღებეს ეკლესიები და წაგვართვეს ენა. ამიტომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ქვეყანა დავიცვათ. ხელისუფლებაში რუსული რეჟიმია, რომელიც ძალადობს აქციის მონაწილეებზე და ევროპულ გზას გადაუხვია”,- აცხადებენ შეკრებილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.