ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ლოზუნგით - „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ლოზუნგით - „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ - ამ ლოზუნგით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ქართული პოლიცია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება და არა ქვეყანას.
“სტიკერის გამო დააკავეს ადამიანები, სადაც შეურაცხმყოფელი არაფერი ეწერა, მხოლოდ მოწოდება იყო გაფიცვისკენ. როგორც ჩანს, გაფიცვის ძალიან ეშინია “ქართულ ოცნებას”, ამას ვერ გაუძლებენ და ჩამოშლის არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ისინი მშვიდობიან პროტესტანტებს ემუქრებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს”, - აღნიშნეს შეკრებილებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.