ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება მიტაცებული აქვს და არალეგიტიმური მთავრობაა.
ამასთან აცხადებენ, რომ ერთ თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები არ წყდება.
„აქ შევხვდით ახალ წელს, ევროპული გზით გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ იაროს, არ დავუშვებთ რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა ჭაობში წაიყვანოს და ჩვენს შვილებს მომავალი მოუკლას. მეც მინდა ჩემმა შვილმა ევროპაში ისწავლოს და მიიღოს ის სიკეთეები რაც ევროკავშირს საქართველოსთვის მოაქვს. ხელფასებს იზრდიან და ჩვენს მოქალაქეებზე არ ფიქრობენ, ყოველდღე სამარცხვინო კანონებს და გადაწყვეტილებებს იღებენ, რითაც ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევენ”,- აცხადებენ შეკრებილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.