პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა

დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.
„რკინიგზის“ ცნობითვე, ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით.
ეს მუხლი რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და, სულ მცირე, ერთწლიანი პატიმრობით ისჯება დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.