ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, სადაც რამდენიმე დღის წინ, მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, სადაც რამდენიმე დღის წინ, მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, სადაც რამდენიმე დღის წინ, მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დაცვა მოხდეს.
მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლაა და უამრავი ბავშვი მოძრაობს. მათი მთავარი მოთხოვნაა, აღნიშნულ ადგილზე გადასასვლელი პანდუსი გაკეთდეს.
„ვითხოვთ, პანდუსებს და უსაფრთხო გადასასვლელებს. გვინდა, რომ უსაფრთხოდ ვიმოძრაოთ. ბავშვი გადმოდიოდა ლიანდაგზე, ვერ შენიშნა მატარებელი, ეს არის უბნის ტრაგედია. გვინდა, რომ შესაბამისი რეაგირება მოხდეს ზემდგომი ორგანოების მხრიდან”,- აღნიშნა მოქალაქემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.