ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა

ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
კერძოდ, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
„მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე