არქივი6 თებერვალი, 2025, 21:08
ბათუმში ლოზუნგით - „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოთხოვნა უცვლელია, დროულად დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და დაუყოვნებლივ მოხდეს სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 71-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და შეწყვეტას არ აპირებენ.
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს, რომლებიც სისტემამ უკანონოდ დააკავა”, - აცხადებენ შეკრებილები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.