არქივი9 მაისი, 2024, 15:22
ბათუმში აქციაზე “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” სტუდენტები იკრიბებიან
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” - ამ ლოზუნგით ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საქართველოში მიღება შემაშფოთებელია, რადგან ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას აფერხებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება ვალდებულია უმრავლესობის მოთხოვნა გაითვალისწინოს და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
ბათუმელი სტუდენტები ქუჩებში პროტესტის ნიშნად “ევროპული მარშის” მსვლელობას გეგმავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.