ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – 6 მაისს ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" – ხვალ, 6 მაისს, 18 საათზე ბათუმში მდუმარე მსვლელობა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ახალგაზრდული ორგანიზაცია ბათუმიდან მარტიანელები
მარშის მონაწილეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან.
"6 მაისს, 18 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის კიბეებთან და მდუმარე მარშით დავიძრებით გმირთა მოედნისკენ, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად" – წერენ ორგანიზატორები.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.