არქივი7 იანვარი, 2025, 14:09
ბათუმში „ალილოს“ სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობს

ბათუმში საშობაო „ალილო“ მიმდინარეობს. სადღესასწაულო მსვლელობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ყველა ცენტრალურ ქუჩას მოიცავს.
მრევლს სტიქაროსნები და სასულიერო პირები მიუძღვებიან.
შობის მახარობლები ტრადიციულად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების საფლავებთან შეიკრიბებიან.
ბათუმის ქუჩების შემოვლის შემდეგ, „ალილოს“ მონაწილეები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაბრუნდებიან, სადაც შეგროვილი ნობათის კურთხევა მოხდება, შემდეგ კი ტკბილეულს შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფარს გადასცემენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.