არქივი5 იანვარი, 2025, 00:25
“სირცხვილია“ – ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის კონცერტი მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები მივიდნენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მყოფი აქციის მონაწილეები, ბუზალაძის კონცერტზე მივიდნენ.
“სირცხვილია“, – სკანდირებენ აქტივისტები, რომლებსაც თან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ფოტოები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 38-ე დღეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.