ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები - ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები - ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი, ამავე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირონ. პროფესორები აცხადებენ, რომ საყოველთაო პროტესტს უერთდებიან.
“ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის მისიაში დეკლარირებული აქვს სახელმწიფოებრივი ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება, ამიტომ ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას!
უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა, ასევე, ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობას და ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს!
ვიყავით, ვართ და ვრჩებით კონსტიტუციის პრინციპების, ქართველი ხალხის არჩევანისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგულნი.
მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს დააფიქსირონ თავისი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით!
საქართველოს მომავალი ევროპაშია”, - აცხადებენ ისინი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.