ბათუმის მერიის 17 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს – ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას

ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს , – ეს განცხადება ბათუმის მერიის თანამშრომლთა ნაწილმა ერთობლივად გაავრცელა.
“ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი.შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი”, – წერია განცხადებაში.
განხადებას ხელს აწერენ: 1. ნინაკა ცინცაძე 2. მარიტა საგინაძე 3. შორენა ფაღავა 4. მარიამ დვალი5. ვერიკო ზაქარიაძე6. ხათუნა აბულაძე 7. მაგდა შავიშვილი8. მარიანა ვარშანიძე 9. მაია ჭყონია 10. ლამზირა ბოლქვაძე 11. მზია კახაძე 12. თამრიკო ჯორბენაძე 13. ელენა სურმანიძე 14. სოფიკო გოგოლიშვილი 15. რუსუდან კახიძე 16. შორენა ხარაზი 17. გია ტუღუში”.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სია განახლებადია.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს