არქივი26 ოქტომბერი, 2024, 11:23
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერის განცხადებით, მან ხმა მშვიდობას მისცა.
„დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. მხარი დავუჭირე მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ღირსეულ ევროპულ სვლას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.