არქივი5 დეკემბერი, 2024, 22:38
ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიცია არასრულწოვანს აკავებდა

ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა.
მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად გახდა, რასაც შემდგომში შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ერთ-ერთმა პირმა გონება დაკარგა.
„14 წლის ბავშვს გამოეკიდნენ. არაფერი არ გაუკეთებია, 20 კაცი ახრჩობდა და ბავშვმა გონება დაკარგა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.