პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალს წარადგინა.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატს საცხოვრებელი უძრავი ქონება არ აქვს.
უფრო კონკრეტულად, დეფლაციის მიხევდით, მის საკუთრებაშია:
1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 47 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. აქვე განმარტებულია, რომ აღნიშნული ქონებიდან 1000 კვ.მ 2005 წელს საჩუქრად გადაეცა, დანარჩენი 900 კვ.მ კი 2013 წელს ზემოთ აღნიშნულ თანხად შეიძინა;
6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მესტიაში, რომელიც 2017 წელს საჩუქრად გადაეცა.
გარდა ამისა, თეა წულუკიანის შვილის სახელზეა 1182 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, რომელიც ასევე საჩუქარია.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში თეა წულუკიანი საბანკო ანგარიშებზე ფლობდა 2 188,69 ლარს; შვილის საბავშვო ანაბარზე კი განთავსებულია – 32 682 ლარი.
ამასთან, დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე 2025 წელს ხელფასის სახით მიღებული აქვს 126 144 ლარი. ხოლო მივლინებაში წასვლის ანაზღაურებამ 3 871 ლარი შეადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, თეა წულუკიანს გასულ წელს სესხის სახით გაცემული აქვს 153 300 ლარი, რომელიც იმავე წელს მიიღო. აღნიშნულ თანხაზე თეა წულუკიანს მითითებული აქვს, რომ თანხა გასხვისდა მშობლისა და მასთან მცხოვრები პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით.
გარდა ამისა, თეა წულუკიანის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს ახლო ნათესავმა მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაუფარა დეპუტატს, 27 250 ლარის ოდენობით.
ასევე, უცხოეთში ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი განთავსებული აქვს საანაბრე ანგარიშზე 220 480 ევროს ოდენობით.
2025 წელს თეა წულუკიანს გადახდილი აქვს სწავლის საფასური [შვილის] 11 938 ლარის ოდენობით.




