21 აპრილს მორიგი სამთავრობო ცვლილებები გახდა ცნობილი, მათ შორის შს მინისტრის სავარძელი დაიკავა სულხან თამაზაშვილმა.
რა არის ახალ მინისტრზე ცნობილი?
როგორც ოფიციალური ბიოგრაფიიდან ირკვევა ის 1983 წლის 10 იანვარს დაიბადა.
- განათლება:
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
ასევე შსს აკადემიაში გავლილი აქვს:
2008 წელს – უბნის ინსპექტორთა საბაზისო სპეციალური კურსი;
2009 წელს – ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ დანაყოფებში მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების კურსი;
2010 წელს – დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსი;
2011 წელს – შსს ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის ოპერატიულ ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების კურსი;
2012 წელს – მენტორ პოლიციელთა ტრენინგი.
- სამუშაო გამოცდილება:
07.04.2025 – დღემდე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
02.07.2021- 4.04.2025 – შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
09.10.2018 – 02.07.2021 – შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
10.08.2017- 09.10.2018 – შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი;
23.01.2016-10.08.2017 – შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი;
18.10.2012-23.01.2016 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
28.09.2011-18.10.2012 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე (დეტექტივ-გამომძიებელი);
01.12.2010-28.09.2011 -შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;
22.10.2009-01.12.2010 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;
17.10.2008-22.10.2009 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი.
- მიღებული ჯილდოები:
31.05.2019 – სამინისტროს II ხარისხის მედალი “განსაკუთრებული დამსახურებისათვის” (N022);
31.05.2020 – სამკერდე ნიშანი უმწიკვლო სამსახურისათვის (15 წელი);
31.05.2021 – სამკერდე ნიშანი “დამსახურებული პოლიციელი” (N022);
30.05.2023 – სამინისტროს I ხარისხის მედალი “განსაკუთრებული დამსახურებისათვის“;
29.05.2024 – მედალი “მამაცობისთვის“;
30.01.2025 – “ღირსების ორდენი“.
უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იგი დაოჯახებულია და ორ შვილს ზრდის.
მისი მეუღლეა 1982 წელს დაბადებული თამარ ნარიმანიძე.
წყვილს ორი ვაჟი ჰყავს: უფროსი, 2010 წელს დაბადებული გიორგი და 2020 წელს დაბადებული ლევანი.

რა ქონებას ფლობს სულხან თამაზაშვილი
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს სულხან თამაზაშვილი. თამაზაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის ნოემბერში შეავსო.
ამ დოკუმენტის მიხედვით, სულხან თამაზაშვილის საკუთრებაშია მემკვიდრეობით მიღებული 2 მიწის ნაკვეთი, სადაც 50%-იანი წილი აქვს. ორივე მათგანი (2500 კვ.მ და 2498 კვ.მ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში მდებარეობს. მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, რომელიც 2021 წელს 50 000 ლარად შეიძინა.
ამასთანავე, თამაზაშვილის მეუღლის საკუთრებაშია წავკისში აგარაკი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო და 50%-იანი წილი აქვს.
დოკუმენტების მიხედვით, ოჯახს ავტოსატრანსპორტო საშუალება არ აქვს. გააგრძელეთ კითხვა




