ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ROLEX-ის საათები, მამისგან ნაჩუქარი სახლი და მანქანა - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე

ROLEX-ის საათები, მამისგან ნაჩუქარი სახლი და მანქანა - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე

როლექსის საათები, მამისგან ნაჩუქარი სახლი და მანქანა, ანაბარი ევროპულ ბანკში - ეს იმ ქონების ნაწილია, რომელსაც ყოფილი კალათბურთელი, პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე ფლობს.

ამჟამად დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 13 თებერვალს წარადგინა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია:

  • 175,26 კვ.მ საცხოვრებელ სახლი თბილისში, რომელიც მამისგან საჩუქრად გადაეცა;
  • თბილისში 198,41 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 50% (მემკვიდრეობა)
  • 14,21 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, რომელიც მამისგან ჩუქებით გადაეცა;
  • 16,78 კვ.მ ავტოფარეხის 50% (მემკვიდრეობა);
  • 820 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ კოტორაანთკარში (მემკვიდრეობა);
  • თბილისში 26994 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვთის 1% (მემკვიდრეობა).

გარდა ამისა, მისი მეუღლის სახელზეა:

  • 218,94 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 2003 წელს 1 041 200 ლარად შეიძინა;
  • 95,4 კვ.მ ბინა თბილისში, რომელშიც 2023 წელს 180 000 აშშ დოლარია გადახდილი;
  • 3 ავტოფარეხი, რომელთა ჯამური ღირებულება 38 000 აშშ დოლარია.

ასევე, ვიქტორ სანიკიძეს ეკუთვნის 11 000 ევროს ღირებულების ROLEX-ის მაჯის საათი, და 2017 წლის Toyota Camry, რომელიც მამისგან ჩუქებით გადაეცა. ხოლო მის მეუღლეს 8000 აშშ დოლარიანი ROLEX-ის და 7600-ევროიანი მაჯის საათები.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ვიქტორ სანიკიძე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა: მიმდინარეზე 31 400 ლარზე მეტს, 4 170 აშშ დოლარამდე, ხოლო ევროპულ ბანკში 187 268 აშშ დოლარს დეპოზიტს. ასევე, 68 000 ლარს ხელფასი დაგროვებიდან.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვიქტორ სანიკიძე არის შპს „კალათბურთის აკადემიისა“ და შპს „სანი სპორტს“-ის 50%-იანი წილის მფლობელი.

დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ სანიკიძემ გასულ წელს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ხელფასის სახით 61 530 ლარი მიღო, ხოლო დეპუტატის სტატუსით 11 973 ლარი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.