არქივი24 ივნისი, 2025, 11:24
ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, Bitcoin-ის ფასმა 105 000 დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასი სამშაბათს გაიზარდა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, - წერს Investing.com.
მედიის ცნობით, თეირანმა და იერუსალიმმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აღიარეს.
ბიტკოინის ფასი 05:24 (GMT) საათისთვის 3.2%-ით გაიზარდა და $105 042 შეადგინა.
ბიტკოინის გარდა, სხვა კრიპტო ბაზრებიც გაიზარდა, რამაც სხვა რისკზე ორიენტირებული აქტივების, კერძოდ, აქციების, მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.