ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი - თუ ისრაელსა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წარმატებული იქნება, ეს ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის

ფრიდრიხ მერცი - თუ ისრაელსა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წარმატებული იქნება, ეს ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის

თუ ისრაელსა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წარმატებული იქნება, ეს ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს.
„მივესალმები ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებას თანმიმდევრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თუ ეს ცეცხლის შეწყვეტა შედეგს გამოიღებს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის გადამწყვეტი სამხედრო დარტყმების შემდეგ, ეს მოვლენების პოზიტიური განვითარება იქნება. ის ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, - წერს ფრიდრიხ მერცი X-ზე.
მერცმა მხარეებს მოუწოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივი სცენ.
„ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჰააგაში დღეს დაგეგმილი ნატო-ს სამიტის ფარგლებში, განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეგვიძლია სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაცია“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, დღეს ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადა. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დღეს დილით შევიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.