აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიამ რიგითობის კრიტერიუმები შეიმუშავა, მოსახლეობისთვის ცნობილია – ე.წ ოცნების ქალაქში ბინების გადაცემის პროცედურები შესაძლოა ხვალიდან დაიწყოს

ე.წ ოცნების ქალაქში შესაძლოა ხვალიდან ბინების გადაცემის პროცედურები დაიწყოს, – ეს განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე კრიტერიუმებით გათვალისწინებულ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა.
“2019 წელს აღწერა დაიწყო და 1608 ოჯახია ბაზაში. კრიტერიუმები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზიის მეშვებით შემუშავდა. ვისაც საჭიროება გააჩნია, პირველ ეტაპზე, მათი დაკმაყოფილება მოხდება. კომისიამ რიგითობის კრიტერიუმები შეიმუშავა, მოსახლეობისთვის კრიტერიუმები ცნობილია. პრიორიტეტები მინიჭებულია: შშმ პირი, მარტოხელა დედა, მარჩენალ დაკარგულები და ა.შ. მივყვებით კრიტერიუმებს და ხვალიდან შესაძლოა ბინების გადაცემის პროცედურების დაწყება. დღეს ერთ ოჯახს ბინა უკვე გადაეცა, რომელიც კრიტერიუმს აკმაყოფილებდა”, – აღნიშნა ედუარდ ნაკაშიძემ.
ხელვაჩაურში ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ გაურკვეველია პირთა სია თუ ვინ დაკმაყოფილდება საცხოვრისით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ