არქივი30 მაისი, 2024, 12:37
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია აჭარის ტელევიზიას ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მედიის ცნობით, სულხან ღლონტი ჟურნალისტების ზარებს, ამ დროისათვის, არ პასუხობს.
სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა, მანამდე ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.