არქივი30 მაისი, 2024, 13:07
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ორივე მოადგილე გადადგა – მედია
“მთავარი არხის” ინფორმაციით, თანამდებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ორივე მოადგილემ დატოვა. სულხან ღლონტის გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ უწყებას ტოვებს გიორგი სურმანიძეც.
ცნობისთვის, 25 მაისს თანამდებობა დატოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმაც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.