არქივი27 თებერვალი, 2025, 11:10
აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება.
„აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აჭარაში რამდენიმე დღეა, ინტენსიურად თოვს. უამინდობის გამო გართულებულია გადაადგილება. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მესამე დღეა, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეწყვეტილია სწავლა. სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში კვლავ უხვ ნალექს პროგნოზირებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.