ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა - პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა - პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იგი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქე სათამაშო იარაღს იყენებდა, რომელიც სამართალდამცავებს ესროლა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.