ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, გამოცემა “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30 დღეა შიმშილობს და სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ჟურნალისტს.
ასევე, აქციის მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია 75-ე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხვალ ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.