ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლთან შეძახილებით - „ხალხი ითხოვს სამართალს“ საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან შეძახილებით - „ხალხი ითხოვს სამართალს“ საპროტესტო აქცია განახლდა

“სოლიდარობა ყველა ჩაგრულს, ხალხი ითხოვს სამართალს”, - ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები 76-ე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან და პროტესტს აგრძელებენ, მთავარი მოთხოვნით, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ასევე, დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულები.
“საქართველო ადექი, აჯანყდი! ცეცხლი ოლიგარქიას! ადამიანები ციხეში იმყოფებიან უსამართლოდ, ისინი რეჟიმის პატიმრები არიან. ამ ხელისუფლებას მაინც მოუწევს ძალაუფლების დათმობა, ხალხი არ ჩერდება, არ შერჩებათ ჩვენი ევროპული მომავლის ჩახშობა”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები იმყოფებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.