არქივი1 დეკემბერი, 2024, 01:22
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. ორგანიზატორების განცხადებით, ხვალ 17:00 საათზე ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდება.
“ძალების აღდგენა გვჭირდება, ეს არის რუსული მთავრობა. ხვალ, უფრო მაქსიმალურად შემართებული დავბრუნდეთ. 17:00 საათზე ევროპის მოედანზე ვიკრიბებით და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპისთვის”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმი კვლავ რჩება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.