აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ტიბორ კოზმასთან ერთად თვაურების, ოძისისა და გორაკას მიმდებარედ ე.წ. გამყოფი ზოლი დაათვალიერა.
“ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ს საელჩო საქართველოში, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.