ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რობინ დანიგანი: გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა, აშშ თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები

ვულოცავ ყველა ქართველს. გილოცავთ, დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ამერიკის შეერთებული შტატები ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს ამ მიღწევას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
როგორც დანიგანი აღნიშნავს, ამაყობს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე.
„ჩვენ ასევე ვაფასებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მათი ერთგულებისთვის ევროპული ოჯახის გაფართოების მიმართ. როგორც თქვენ აღნიშნავთ ქართველობას და მაშასადამე, ევროპელობას, ამერიკის შეერთებული შტატებიც აღნიშნავს თქვენთან ერთად. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვუჭერთ საქართველოს მხარს ამ გზაზე და განვაგრძობთ ამის კეთებას. კიდევ ერთხელ, გილოცავთ”, – აცხადებს დანიგანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.