ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა.
ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.
"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა. ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.

შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.