ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მ იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებული 4 დრონი ჩამოაგდო

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის თქმით, იემენში ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან წითელ ზღვაში მცურავი ამერიკული სამხედრო გამანადგურებელი ხომალდის მიმართულებით გაშვებული ოთხი დრონი ჩამოაგდეს.
"23 დეკემბერს ორი ჰუსიტური ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა წითელი ზღვის სამხრეთით, საერთაშორისო სავაჭრო ხაზების მიმართულებით, იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ისროლეს". - წერია აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებაში, რომელიც X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოქვეყნდა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა გამანადგურებელმა ხომალდმა USS Laboon, წითელ ზღვაში კომერციული გემების დასაცავად დაწყებულია ოპერაცი "კეთილდღეობის მცველის" ფარგლებში, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. გასროლილი ბალისტიკური რაკეტები სავაჭრო გემებს არ მოხვედრია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.