არქივი18 დეკემბერი, 2023, 05:53
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 18 დეკემბრის ღამეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული ხუთივე Shahed-ის დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.