აშშ-მ რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების Rosneft-ისა და Lukoil-ის წინააღმდეგ სანქციების სრული რეჟიმი აამოქმედა,- ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვები ვრცელდება როგორც თავად კომპანიებზე, ასევე მათ შვილობილ სტრუქტურებზე და ითვალისწინებს მეორეული სანქციების რისკსაც იმ უცხოური კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც მათთან საქმიანობას გააგრძელებენ. ბაზრის მონაწილეების შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და მიზნად ისახავს ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაფინანსებას უწყობს ხელს.

