არქივი26 ივნისი, 2026, 00:13
ვახო სანაია: რეჟიმის საქმე არ არის, ვინ რას დაწერს. ეს არის ბრძოლა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, რაღაც ტაქტიკური ჩანაფიქრებით. კომენტარების გამო ადამიანების დაჯარიმება არ შეიძლება

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ დაანებონ ამ ხალხს თავი. რეჟიმის საქმე არ არის, ვინ რას დაწერს. ეს არის ბრძოლა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, რაღაც ტაქტიკური ჩანაფიქრებით. ადამიანებს არ უნდა აკისრებდნენ ამ ჯარიმებს. კომენტარების გამო ადამიანების დაჯარიმება არ შეიძლება.
ეს არის ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელი ფაქტი, როდესაც ადამიანებს ტოტალურად აკონტროლებენ, რათა მათ აზრი ვერ გამოთქვან და ჩაახშონ ყველანაირი აზრი, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს გამოხატული. სახელმწიფოს საქმე არ არის, ვინ რასში იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად“ — „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია მისი შეურაცხყოფისთვის მოქალაქის დაჯარიმებაზე
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.