აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებს რაკეტები ესროლეს
ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰუსიტებმა“ იემენიდან წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემების მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები ისროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ერთი რაკეტა ადენის ყურეში Star Nasia-ს მახლობლად აფეთქდა, რამაც მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემს მცირე ზიანი მიაყენა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
„ჰუსუტების“ სარაკეტო თავდასხმა ასევე მიმართული იყო, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი და გაერთიანებული სამეფოს საკუთრებაში მყოფი სატვირთო გემისკენ. აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ, რომ გემი Morning Tide-ი არ დაზიანებულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.