აშშ-მა იემენში 10-მდე დრონს დაარტყა

შეერთებულმა შტატებმა იემენში 10-მდე დრონს დაარტყა, რომლებსაც გასაშვებად ამზადებდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, აშშ-ს სამხედრო ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა ადენის ყურეში სამი ირანული დრონი და „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, ირანთან დაკავშირებულმა „ჰუსიტებმა“, რომლებიც იემენის ნაწილს აკონტროლებენ, ბოლო კვირების განმავლობაში წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებზე თავდასხმების ტალღა განახორციელეს, რაც, მათი თქმით, არის პასუხი ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან