არქივი6 თებერვალი, 2024, 03:38
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - იემენში „ჰუსიტების“ დრონებს დავარტყით, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ
აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მათმა ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ ორ უპილოტო საფრენ აპარატს დაარტყეს.
ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ დრონები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისა და სავაჭრო გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.
„აშშ-ს ძალებმა აღმოაჩინეს ასაფეთქებელი უპილოტო საფრენი აპარატები იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში და დაადგინეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისა და სავაჭრო გემებისთვის რეგიონში“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.