პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

აშშ-ში, ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია, იუწყება CNN-ი.
ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხელისუფლება ზუსტ რიცხვს არ აქვეყნებს. ძლიერმა წვიმებმა ტეხასში, მდინარე გუადალუპე ადიდდა და 4 ივლისის ღამეს წყალდიდობა გამოიწვია. წყლის დონემ, როგორც იტყობინებიან, სულ რაღაც 45 წუთში 8 მეტრით აიწია.
დაკარგულებს შორის მდინარის ნაპირზე მდებარე ქრისტიანული საზაფხულო ბანაკის, „Camp Mystic“-ის 27 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს 850 ადამიანი გადაარჩინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
დახმარებას გაუწევეაშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დაზარალებულებს ფედერალური მთავრობა დაეხმარება.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ შტატის რესურსები სამაშველო ოპერაციებისთვის „შეუზღუდავად“ მოხმარდება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.