ტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა

აშშ-ის ტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა.
BBC-ს ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა, სულ მცირე 27 ბავშვი კერის ოლქის გოგონების ბანაკიდან, სადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 68 ადამიანი გარდაიცვალა, 10 გოგონა და ერთი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებიან.
გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ტეხასის ზოგიერთ ნაწილს კვლავ წყალდიდობის საფრთხე ემუქრება. ოფიციალურმა პირებმა კერის ოლქის თემის, ჰანტის, მოსახლეობას, წყალდიდობის საფრთხის გამო, შემაღლებულ ტერიტორიებზე გადასვლისკენ მოუწოდეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები სამძებრო, სამაშველო და აღდგენით სამუშაოებს მთელი შტატის მასშტაბით ახორციელებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.