არქივი8 ივლისი 2025, 06:38
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

აშშ-ის ტეხასის შტატში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მდინარე გვადალუპეს გასწვრივ მდებარე გოგონების საზაფხულო ბანაკმა, „კემპ მისტიკმა“, დაადასტურა, რომ წყალდიდობის შედეგად 27 ბავშვი და ხელმძღვანელიუ დაიღუპა. ათი ბავშვი და ერთი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
მაშველები დაკარგულების პოვნის მიზნით სამძრებო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.