ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია თბილისშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია თბილისშია. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა X-ის საკუტარ გვერდზე გამოაქვეყნდა. ის თბილისში გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს.
"ჩამოვედი თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ, მათ შორის მათი [ხალხის] თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩათვლით. ამერიკა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს", - წერს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს გამართავს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, "რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის ღრმა შეშფოთებას, "უცხოური გავლენის" კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა".
გამარჯობა! Landed in Tbilisi to underscore our unwavering support for Georgia’s sovereignty & territorial integrity and to the people, including their rights to free & fair elections and freedom of association & expression. US has grave concerns about Georgian government… pic.twitter.com/Y4HZhajoKh— Under Secretary Uzra Zeya (@UnderSecStateJ) July 11, 2024

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.