ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეია 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, თბილისში ზეია შეხვედრებს გამართავს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება „გამჭვირვალობის კანონს“ და ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
ზეია ასევე მხარდაჭერას დააფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე, ხაზს გაუსვამს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.