ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია არასამთავრობო სექტორს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია არასამთავრობო სექტორს ხვდება. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მიმდინარეობს.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, თამარ ონიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ მდგომარეობაზე, რაც „რუსული კანონის” ინიცირებიდან დღემდეა საქართველოშია.
„ვისაუბრებთ, რა გავლენას ახდენს ეს პროცესები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, ადამიანის უფლებებზე. ამ მხრივ, ჩვენ ცხადად ვხედავთ, იმ მისწრაფებებს, თუ როგორ უარესდება ყოველდღიურად ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ასევე რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს ვიხილეთ, თუ როგორ ირღვეოდა და ირღვევა ინსტრუმენტული უფლებები, როგორიც არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება”, - აღნიშნა თამარ ონიანმა.
ცნობისთვის, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე, დღეს, 16:00 საათზე უზრა ზეია ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.