აშშ-ის მორიგი იერიში “ჰუთი” მებრძოლების წინააღმდეგ

ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი იერიში მიიტანეს დასავლეთ იემენში, მეამბოხე “ჰუთების” მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 17 იანვარს გაანეიტრალეს თავდასხმისთვის გამზადებული 14 რაკეტა, რომელიც წითელ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო და ამერიკულ სამხედრო გემებს უქმნიდა საფრთხეს.
“ჰუთების” დაჯგუფების განცხადებით, მისი წარმომადგენლები წითელ ზღვაში გემებზე იერიშების შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ეს ქმედებები საჭიროა ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელთა მხარდასაჭერად.
ირანის მხარდაჭერილი იემენელი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა “ჰამასს” შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)