ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში ახალი არ არის "ქართული ოცნების" მხრიდან - თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე

შეტევა ეკლესიაზე და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. შალვა პაპუაშვილი ცალკეულ პოლიტიკოსებს, მედიის ნაწილსა და "სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელს აკრიტიკებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში "ქართული ოცნების" მხრიდან ახალი არ არის.
"სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში ახალი არ არის "ქართული ოცნების" მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაუვარდათ ე.წ. რუსული კანონი, როდესაც სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიის აგენტებად გამოცხადებას აპირებდნენ ახლა ასეთი ფორმით ცდილობენ დისკრედიტაციას," - აღნიშნა აქუბარდიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ხელოვნურ და მიზანმიმართულ კამპანიას აქვს ადგილი.
"ეს არის ხელვნური მიზანმიმართული კამპანია ხელისფულების მხრიდან. მე ამ ქმედებას რადიკალურ ქმედებად ვაფასებ, მაგრამ ვინმე ამის გამო ადამიანს მიუვარდეს ჩემთვის ეს წარმოუდგენელია," - პაატა მანჯგალაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.