იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” პოზიციებზე შტატებმა მორიგი იერიში განახორციელა

იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” პოზიციებზე შტატებმა მორიგი იერიში განახორციელა. ამერიკის საჰაერო ძალებმა დასავლეთ იემენის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტის გამშვები სისტემა გაანადგურა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუსიტებს, ამ შემთხვევაშიც, მზადყოფნაში ჰქონდათ მოყვანილი რაკეტა, რომლის მიზანი წითელ ზღვაში კომერციულ გემზე თავდასხმა იყო.
შტატები ჰუსიტების პოზიციებს ყოველდღიურად უტევს. გუშინ მათ 4 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.
ამის მიუხედავად, ექსტრემისტული ჯგუფები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ რესურსებს და წითელ ზღვაში არსებული რისკები ამ ეტაპზე არ მოხსნილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი