ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის კონგრესმენი: უკრაინაში ჩრდილოეთი კორეის ჯარისკაცების ყოფნა კრემლის სისუსტის ნიშანი იქნება

აშშ-ის კონგრესმენი: უკრაინაში ჩრდილოეთი კორეის ჯარისკაცების ყოფნა კრემლის სისუსტის ნიშანი იქნება

უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ერთად ბრძოლის მიზნით ჩრდილოეთი კორეის ჯარისკაცების განთავსება იქნება "რუსეთის გარკვეული სისუსტის ნიშანი" - ამბობს ამერიკელი კონგრესმენი, დემოკრატი ჯერი კონოლი, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
"ჩრდილოეთი კორეის სამხედროების ევროპაში განთავსება გესაჭიროება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისთვის? ნამდვილად? და რატომ სჭირდება ეს რუსეთს? იმიტომ ხომ არა რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის პოტენციალი ამოწურულია?" - უთხრა კონელიმ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს 19 ოქტომბრის ინტერვიუში.
კონელის სიტყვების ფონია სამხრეთი კორეის დაზვევის მიერ 18 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, რომ ჩრდილოეთმა კორეამ საგანგებო ძალების 1500 სამხედრო გაგზავნა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, წვრთნის და ადგილობრივ ბაზაზე აკლიმატიზაციის გავლის მიზნით - და ისინი, სავარაუდოდ, უკრაინის ომში ჩაერთვებიან.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ადგილობრივ მედიაში აცხადებდა, რომ აღმოსავლეთ რუსეთში ამჟამად წვრთნას გადის ჩრდილოეთი კორეის 11 000-მდე სამხედრო.
უკრაინაში ჩრდილოეთი კორეის სამხედროთა ყოფნა - თუ დადასტურდება - იქნება მორიგი ნიშანი სამხედრო კავშირების გაღრმავებისა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და ჩრდილოეთი კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის. ქვეყნებს გაფორმებული აქვთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ორივე ქვეყანას ავალდებულებს სამხედრო დახმარების გაწევას. უკრაინის ომში უკვე იყენებენ ჩრდილოეთი კორეის იარაღს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.