ნატო ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გადაყვანას

ნატო ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გადაყვანას. ამის შესახებ ნატოს სპიკერმა ფარა დაჰლალამ განაცხადა. მისი განცხადება ნატოს შტაბ-ბინამ გამოცემა „ინტერფაქს-ს“ გადასცა.
„მოკავშირეებმა დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში განლაგება. თუ ამ სამხედროებს უკრაინაში ბრძოლა მოუწევთ, ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ს უკანონო ომის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ესკალაცია და ფრონტის ხაზზე რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგების კიდევ ერთი ნიშანი იქნება”, – განაცხადა დაჰლალამ.
მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები აქტიურ კონსულტაციებს მართავენ ამ საკითხზე, ხოლო სამხრეთ კორეის წარმომადგენლები მათთვის ცნობილ ინფორმაციას მიაწვდიან ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რასაც ამ საკითხის განხილვა მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მოდი, შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას- შევქმნათ მსოფლიო, რომელიც მათი და მათი შვილების კეთილდღეობის საწინდარია