ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვფიქრობთ, ეს აუცილებლად იქნება მომავალ წელს - ირაკლი კობახიძე უკრაინაში ომის დასრულებაზე

ვფიქრობთ, ეს აუცილებლად იქნება მომავალ წელს - ირაკლი კობახიძე უკრაინაში ომის დასრულებაზე

ჩვენთვის არის მთავარი ერთი რამ - როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი და ვფიქრობთ, ეს იქნება აუცილებლად მომავალ წელს, გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შესაბამისად, აღარავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე იქნება შემხვედრი ნაბიჯები, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-სგან.

„აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და მე მგონია, რომ როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-სგან,“- განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.